იდეა არის საწყისი წერტილი
მაგრამ მარკეტინგი არის გზა, რომ ეს იდეა იქცეს რეალობად. ეს არ არის უბრალოდ რეკლამა - ეს არის შინაარსის, ემოციისა და გამოცდილების კომბინაცია, რომელიც მომხმარებელთან სწორი კუთხით მიდის. ჩვენ ვქმნით მარკეტინგს, რომელიც ეფუძნება იდეას, მკაფიო სტრატეგიასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.

შენი ციფრული იდენტობა: პირველივე შთაბეჭდილება და ძლიერი დასაწყისი
ჩვენ ვქმნით ვიზუალურ და შინაარსობრივ ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ აუდიტორიას გააცნობს შენს ბრენდს, არამედ სწორად დაამახსოვრებს და შეაყვარებს თავს.
იქ, სადაც იდეა სტრატეგიად გარდაიქმნება, იწყება რეალური განვითარება.
ბრენდის ხმა იქ, სადაც შენი აუდიტორიაა
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენი ბრენდი იყოს აქტიური, ხილვადი და დასამახსოვრებელი ყოველდღიურ ციფრულ სამყაროში, სადაც თქვენი მომხმარებელი ყოველდღიურად ატარებს დროს.
70+
პროექტი
2500+
სოც. მედია პოსტი
2 მლნ
სარეკლამო ბიუჯეტი
8+
საერთაშორისო პროექტი
გააძლიერე ბრენდი ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით
იდეა → სტრატეგია → შედეგი
მარკეტინგი იწყება იქ, სადაც იბადება ბრენდის იდეა.
01 მარკეტინგული სტრატეგია
კარგი სტრატეგია კომპასივით მუშაობს: როცა გზაზე ხარ, ის გატყობინებს, რომ სწორად მიდიხარ. მარკეტინგული სტრატეგია შენთვის არც შაბლონია და არც პროგნოზი.
ეს არის მიზეზი, რატომ გახდება შენი ბრენდი საჭირო.

02 კონტენტ მარკეტინგი
ღირებულ კონტენტს მყიდველი კი არა, ერთგული მკითხველი ჰყავს, რომელიც შემდეგ მომხმარებლად იქცევა. კონტენტს მაშინ აქვს ფასი, როცა მასზე საუბრობენ, არა იმიტომ რომ ნახეს, არამედ იმიტომ რომ შეამჩნიეს.

03 სოც.მედია მარკეტინგი
შენი ბრენდის ყოველდღიური ცხოვრება იქ, სადაც შენი აუდიტორიაა.სტრატეგიულად ვმართავთ სოციალურ მედიას ისე, რომ შენი ხმა სწორად,თანმიმდევრულად და აუდიტორიის ენაზე ისმოდეს. პოსტის მიღმა ყოველთვის დგას დიადი მიზანი: ლოიალურობა

04 გრაფიკული დიზაინი
ვიზუალური ენა, რომელსაც გრძნობენ. ჩვენი დიზაინი აცოცხლებს შენს ხედვას: იქნება ეს ლოგო, პოსტერი, პრეზენტაცია თუ ციფრული პლატფორმის ვიზუალი.ესთეტიკა ჩვენთვის არასდროს არის ზედაპირული, იგი სტრატეგიის ნაწილია,რომელიც ბრენდს ადვილად დასამახსოვრებელს ხდის.

05 SEO მარკეტინგი
იქ გამოჩნდები, სადაც გამიზნულად ან უმიზნოდ გეძებენ. ვქმნით სტრუქტურას,კონტენტსა და ტექნიკურ საფუძველს, რომელიც საძიებო სისტემებში მიგიყვანს ზუსტად იმ აუდიტორიასთან, ვინც შენს პროდუქტს ეძებს.

06 ვიზუალური იდენტობა
ბრენდი ეს არ არის ლოგო, არც სლოგანი. ეს არის ყველაფერი, რასაც გრძნობენ შენზე, როცა ოთახში აღარ ხარ. ჩვენ ვქმნით იდენტობას, რომელიც არა მხოლოდ ლოგოთი ან ფერთა პალიტრით გამოირჩევა, არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც მომხმარებელს დიდხანს რჩება გონებაში.

07 კომპანიის ემოციური ანალიზი
ემოცია არ იწერება ციფრებში, მაგრამ ზუსტად იქ იმალება პასუხი, რატომ არმუშაობს გაყიდვა. ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ მონაცემებს, არამედ მათ მიღმა არსებულ ფსიქოლოგიას: რა იწვევს ნდობას? სად ჩერდება მომხმარებელი? როდის ირთვება სიმპათია ან უნებლიე გაღიზიანება? ემოციური ანალიზი არის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, კომუნიკაციის უხმო მონიტორინგი, სადაც ქმედება მრავლისმთქმელია მაშინაც კი, როცა მომხმარებელი არაფერს ამბობს.

გახდე საუკეთესო ჩვენი პრიორიტეტია
თითოეულ ბრენდს აქვს პოტენციალი, თუმცა წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ამ პოტენციალს სწორად ავითარებ.
კომპანიები რომლებიც გვენდობიან
ჩვენ, შენს პროექტს ვაძლევთ საშუალებას, რომ მასზე ხმამაღლა ისაუბრონ, შექმნას თავისი იდენტობა და იყოს გამორჩეული სხვებისგან.
სტილი და დიზაინი, რომელიც ინდივიდუალურია
Rene


Prestige
Kostava


Towo


Maqro





















