Rene Group

ჩვენთვის ძლიერი ვიზუალი მხოლოდ სილამაზის ასპექტებს არ გულისხმობს. იგი ღირებულებების, ემოციისა და ხედვის გადმოცემის საშუალებაა. სწორედ ამ ფილოსოფიით შევუდექით Rene Group-ის პროექტზე მუშაობას. ქობულეთში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ფუნქციურობასთან ერთად , მისთვის დამახასიათებელ ესთეტიკასაც ატარებს. ჩვენი მიზანი იყო ეს ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად მიგვეტანა მომხმარებლებამდე. შევქმენით ვიზუალები, რომლებიც არქიტექტურულ სილამაზეს, განსაკუთრებულ ლოკაციასა და ცხოვრების სტილს ერთ მთლიან სურათად აერთიანებს. ფერთა პალიტრიდან დაწყებული, კომპოზიციურ გადაწყვეტებამდე, თითოეული დეტალი გათვლილი იყო იმაზე, რომ მყიდველისთვის არამხოლოდ პროდუქტი, არამედ ემოცია შეგვეთავაზებინა. სამშენებლო სფეროში, სადაც კონკურენცია მაღალია, მხოლოდ ინფორმაცია არ არის საკმარისი. ბრენდს სჭირდება მომხარებელს თავი ხშირად და კრეატიულად შეახსნოს. სწორედ ამის გამო, შევქმენით Rene Group-ზე მორგებული ვიზუალური სტრატეგია, რომელიც ამ მიზანს ზედმიწევნით მოერგო. ეს პროექტი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სწორად დაგეგმილი ვიზუალური ენა შეიძლება იქცეს ბრენდის უპირატესობად.
გალერეა
